Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ,, ლიტარატურათმცოდნება, ტექსტოლოგია და სარედაქციო - საგამომცემლო საქმე“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ხატია ბექაურის და თამთა ჩხეიძის სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ირმა რატიანის  2017 წლის 18 ივლისის განცხადების (N11626/27) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ,,ლიტარატურათმცოდნება, ტექსტოლოგია და სარედაქციო - საგამომცემლო საქმე“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ხატია ბექაურის და თამთა ჩხეიძის სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2017 წლის 19 სექტემბერი , 12:00 საათი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ინსტიტუტი.  
2.    სამაგისრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირმა რატიანი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) მაკა ელბაქიძე - ასოცირებული პროფესორი
გ) ინგა მილორავა - ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი
დ) თამარ ბარბაქაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ე) გაგა ლომიძე - ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი
ვ)  კონსტანტინე ბრეგაძე – ასოცირებული  პროფესორი
ზ) ანა ლეთოდიანი - ფილოლოგიის დოქტორი,  ასისტენტ პროფესორი
თ) ნანა ფრუიძე - ფილოლოგიის დოქტორი
ი) ლევან ბრეგაძე - მოწვეული დოქტორი
კ) სოლომონ ტაბუცაძე - მოწვეული დოქტორი
ლ) ლილი მეტრეველი - კომისიის მდივანი
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი               /ნანი გაფრინდაშვილი/